X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები სამინისტროს გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

სამინისტროს გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

ძებნა

სამინისტროს გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

27 აპრილი 2017

მინისტრის 2017 წლის 26 აპრილის №69/ო ბრძანებით  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია 2017-2020 წწ. და სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა. აღნიშნული დოკუმენტები მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 
სტრატეგიის ძირითადი მიზანია სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებში ანგარიშვალდებულების, კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის სისტემის გაუმჯობესება, სამინისტროს საქმიანობისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდა და კორუფციის პრევენციის მექანიზმების დახვეწა. 
სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად პრიორიტეტულ ამოცანებად დაისახა გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების, ასევე - ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება და დაგეგმვის, მონიტორინგისა და შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დახვეწა.